Accessibility links

logo-print

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სამხრეთ


საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში

კონფლიქტის მოგვარების 6 პრინციპზე შეთანხდნენ. როგორც ნიკოლა სარკოზისთან ერთად, მოსკოვში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, ეს პრინციპებია: ძალის გამოუყენებლობა, ყველა სამხედრო მოქმედების საბოლოოდ შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიღება, საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის მუდმივ ადგილებში დაბრუნება და რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნება იმ ხაზზე, სადაც საომარი მოქმედებების დაწყებამდე იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, პრეზიდენტ მედვედევის თქმით, მხარეთა ნდობის აღდგენამდე რუსეთის მშვიდობისდამცველები უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართავენ და დაიწყება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საერთაშორისო სტატუსისა და უსაფრთხოების საკითხთა განხილვა. ამ გეგმას საფრანგეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ.
XS
SM
MD
LG