Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები


ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს შეთანხმდნენ

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს შეთანხმდნენ
გაზარდონ ორგანიზაციის როლი საქართველოში. სავარაუდო ზომებს შორის არის რეგიონში ევროკავშირის სამშვიდობო მეთვალყურეთა განთავსება საქართველოსა და რუსეთს შორის მშვიდობის მონიტორინგისთვის. ბრიუსელში კავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა, რომ ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, ადგილზე იმოქმედოს. მისი თქმით, იმედის მომცემია ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინადადებები, მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო მისიაში საქართველოში. მაგრამ მან დასძინა, რომ ჯერ ნაადრევია ევროკავშირის როლის დეტალებზე საუბარი. საგანგებო შეხვედრის შემდეგ მინისტრების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ადგილზე იტვირთოს მშვიდობის ხელმშემწყობი ფუნქცია.
XS
SM
MD
LG