Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს ვაშინგტონში გააკეთა განცხადება, რომ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს აგზავნის საფრანგეთსა და საქართველოში,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს ვაშინგტონში გააკეთა განცხადება, რომ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს აგზავნის საფრანგეთსა და საქართველოში,
რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ. ბუშმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში რუსეთის სამხედრო მოქმედებების გაგრძელების გამო. პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის ქმედება წამოჭრის სერიოზულ შეკითხვებს საქართველოსა და რეგიონში მის მიზნებზე. ბუშმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი საჰაერო და საზღვაო ძალებს გამოიყენებს საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად.
XS
SM
MD
LG