Accessibility links

საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს


საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს საქართველოში კონფლიქტის შესახებ რეზოლუციის ახალ პროექტს,

საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს საქართველოში კონფლიქტის შესახებ რეზოლუციის ახალ პროექტს,
რომელშიც შესულია სამშვიდობო გეგმა, შეთანხმებული რუსეთის და საქართველოს მხარეებთან. უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარის, გაეროში ბელგიის ელჩ იან გრაულსის განცხადებით, საფრანგეთის დელეგაცია ატარებს ორმხრივ მოლაპარაკებებს უშიშროების საბჭოს სხვა წევრებთან ორშაბათს შეტანილი პროექტის შესაცვლელად. ბელგიის ელჩის განმარტებით, ტექსტის შეცვლა საჭიროა, რათა გათვალისწინებულ იქნეს სამშვიდობო შეთანხმება, რომელზეც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაიყოლია დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შესაწყვეტად.
XS
SM
MD
LG