Accessibility links

logo-print

თბილისში დაიწყო ცხინვალის კონფლიქტის რეგიონიდან


თბილისში დაიწყო ცხინვალის კონფლიქტის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის რეგისტრაცია.

თბილისში დაიწყო ცხინვალის კონფლიქტის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის რეგისტრაცია.
როგორც პრაიმ-ნიუსი იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით, დევნილი მოსახლეობის რეგისტრაციისთვის 50 მობილური ჯგუფი დაკომპლექტდა, რომლებიც აღიჭურვნენ შესაბამისი ტექნიკით. რეგისტრაციისთვის ოპერატიულად შემუშავდა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც მაქსიმალურად გამარტივებულ რეჟიმში უზრუნველყოფს დევნილთა უმოკლეს ვადებში რეგისტრაციას. დედაქალაქში მცხოვრებ ახლობლებთან დროებით დაბინავებულმა დევნილებმა რეგისტრაციისთვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართონ, მისამართზე წერეთლის გამზირი 67ა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე 17 22 22.
XS
SM
MD
LG