Accessibility links

logo-print

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დღეს დაადასტურა


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დღეს დაადასტურა,

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დღეს დაადასტურა,
რომ 12 აგვისტოს ხონის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან 150 პატიმარი გაიქცა. ნიკა გვარამიას განცხადებით, ბოლო დღეებში საპატიმროებს სპეცდანიშნულების რაზმები არ იცავდნენ, რაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან ერთად მსჯავრდებულებმა არეულობისთვის გამოიყენეს. მინისტრის ცნობით, გაქცეული პატიმრების მიმართ გაიხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიღუპა 1 და დაიჭრა 4 მსჯავრდებული. გვარამიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოლონიაში დააბრუნეს 50 პატიმარი. დანარჩენებს იუსტიციის მინისტრმა ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდა და გაქცევისთვის გათვალისწინებული სასჯელის შემსუბუქებას მხოლოდ ამ შემთხვევაში დაჰპირდა
XS
SM
MD
LG