Accessibility links

logo-print

დღეს საქართველოში ვიზიტისას, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა


დღეს საქართველოში ვიზიტისას, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა შეშფოთება გამოთქვა

დღეს საქართველოში ვიზიტისას, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა შეშფოთება გამოთქვა
საქართველოში განვითარებული მოვლენებით, რადგან, მისი თქმით, მშვიდობა საქართველოში თურქეთისთვისაც მნიშვნელოვანია. რეჯეპ ტაიპ ერდოანმა აღნიშნა, რომ თურქეთს აქვს უსაფრთხოების ახალი ინიციატივა, რომელიც რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობას ემსახურება. თურქეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ინიციატივისადმი ინტერესი რუსეთმაც გამოხატა. თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა განაცხადა, რომ გორისა და რუსული არმიის თავდასხმების შედეგად განადგურებული სხვა რეგიონების აღდგენაში საქართველოს თურქეთი დაეხმარება.
XS
SM
MD
LG