Accessibility links

კონდოლიზა რაისის განცხადებით, დროა ბოლო


კონდოლიზა რაისის განცხადებით, დროა ბოლო მოეღოს კრიზისს საქართველოში.

კონდოლიზა რაისის განცხადებით, დროა ბოლო მოეღოს კრიზისს საქართველოში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამ საკითხზე ისაუბრა სამხრეთ საფრანგეთში პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ. სარკოზის შუამავლობით, სამშაბათს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რუსეთისა და საქართველოს მხარეებს შორის. რაისის განცხადებით: [რაისის ხმა] “რუსეთის პრეზიდენტს ნათქვამი აქვს, რომ მათი სამხედრო ოპერაციები შეჩერებულია. იმედი გვაქვს, რომ ის შეასრულებს სიტყვას და ეს ოპერაციები შეჩერდება. ჩვენი კი გულდასმით ვიმუშავებთ, რათა ხელი შევუწყოთ კრიზისისთვის ბოლოს მოღებას. ის ძალიან გაჭიანურდა, ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა”. განაცხადა საფრანგეთში პრეზიდენტ სარკოზისთან მოლაპარაკების შემდეგ კონდოლიზა რაისმა, რომელიც ხვალ თბილისში ჩავა.
XS
SM
MD
LG