Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მონაწილეობით კიდევ ერთი სამხედრო


რუსეთის მონაწილეობით კიდევ ერთი სამხედრო წვრთნა ჩაიშალა.

რუსეთის მონაწილეობით კიდევ ერთი სამხედრო წვრთნა ჩაიშალა.
აშშ-მა და კანადამ უარი თქვეს რუსეთთან ერთობლივ სამხედრო-საზღვაო სწავლებაზე, რომელიც მხოლოდ ამ სამი ქვეყნის მონაწილეობით უნდა დაწყებულიყო ოც აგვისტოს. სააგენტო ფრანს-პრესის ცნობით, აშშ-მა და კანადამ რუსეთთან ერთობლივ სამხედრო მანევრებზე უარი საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო თქვეს. სააგენტოს მოჰყავს კანადის თავდაცვის მინისტრის პიტერ მაკკეის სიტყვები იმის თაობაზე, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო რუსეთთან ერთობლივი წვრთნა მიზანშეუწონელია. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ უაზლოეს ხანში პენტაგონი გადახედავს რუსეთთან სამხედრო ურთიერთქმედებათა სპექტრს, შედეგი კი დამოკიდებული იქნება უახლოეს დღეებში მოსკოვის მოქმედებებზე. მანამდე აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვეს რუსეთთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე იაპონიის ზღვასა და ვლადივოსტოკის აკვატორიაში.
XS
SM
MD
LG