Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, აშშ


პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, აშშ ცივი ომის პერიოდი დასრულდა,

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, აშშ ცივი ომის
პერიოდი დასრულდა,
თუმცა, საკუთარ საზღვრებთან თავისუფლებისა და დემოკრატიის მიახლოებას რუსეთი საფრთხედ აღიქვამს. მისივე თქმით, ვაშინგტონი გაეროს უშიშროების საბჭოში პარტნიორებთან ერთად მუშაობს რეზოლუციის პროექტზე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აუცილებლობას შეეხება. ჯორჯ ბუშმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ რუსეთმა საკუთარ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს და საქართველოდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. პრეზიდენტ ბუშის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის გართულება აშშ-ის ინტერესს არ წარმოადგენს და იმედია, ეს არც რუსეთს სურს. თავისუფალ მსოფლიოსთან რუსეთმა ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოს და საამისოდ, პატივი სცეს საკუთარ მეზობლებს - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG