Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთში აუცილებელია მშვიდობის გარანტირება


სამხრეთ ოსეთში აუცილებელია მშვიდობის გარანტირება,

სამხრეთ ოსეთში აუცილებელია მშვიდობის გარანტირება,

რათა იდიოტური იდეები თავში აღარავის მოუვიდეს - განაცხადა დღეს რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან სოჭში გამართული მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მედვედევის თქმით, რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობისგან სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული სიტუაციის ობიექტურ და არა ცალმხრივ შეფასებას ელის. რუსეთის პრეზიდენტმა დღეს კვლავ გამოთქვა ეჭვი, რომ ბოლო მოვლენების გამო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში ცხოვრებას მოისურვებენ. მედვედევის განცხადებით, მათ სტატუსთან დაკავშირებით რუსეთი დათანხმდება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღები თავად ამ რესპუბლიკებისთვის იქნება
XS
SM
MD
LG