Accessibility links

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკვე


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკვე გაემგზავრა საქართველოდან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკვე გაემგზავრა საქართველოდან.
საქართველოს პრეზიდენტთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან თითქმის ხუთსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ კონდოლიზა რაისმა და მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: ”პრეზიდენტმა გამომგავნა აქ იმისთვის, რომ მეჩვენებინა შეერთებული შტატების სოლიდარობა საქართველოს, მისი ხალხის მიმართ ამ კრისულ მომენტში. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, მის დემოკრატიასა და დემოკრატიული გზით არჩეულ მთავრობას. ეს არის ამერიკის პოზიცია და ჩემს ევროპელ კოლეგებთან საუბრის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ევროპელთა პოზიციაც არის. რუსეთის თავდასხმამ საქართველოზე იქონია ძირეული გავლენა და ექნება მნიშვნელოვანი ზეგავლენა რუსეთის ურთიერთობაზე მის მეზობლებთან და მსოფლიოსთან...” საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა საზავო შეთანხმებას და ის ხელმოსაწერად წარედგინება რუსეთის პრეზიდენტს.
XS
SM
MD
LG