Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა დღეს,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა დღეს,
რომ რუსეთს არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ორი რეგიონის, სამხრეთი ოსეთის და აფხაზეთის მიმართ პრეტენზია. ბუშმა თქვა, რომ სეპარატისული რეგიონები საქართველოს ნაწილია და ისინი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს შიგნით მდებარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, ყოველკვირეულ რადიომიმართვაში, შაბათს, თქვა, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედება საქართველოში სრულიად მიუღებელია. ბუშმა მოსკოვს მოუწოდა იმოქმედოს, რათა დასრულდეს კირიზისი. ბუშისვე თანახმად, მსოფლიო განგაშით შეჰყურებდა, სუვერენულ მეზობელ სახელმწიოფოში რუსეთის შეჭრას და საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მიმართ მუქარას. ბუშმა მოუწოდა რუსეთს იმოქმედოს, რათა აღიდგინოს აშშ-თან და სხვა ქვეყნებსთან გაფუჭებული ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG