Accessibility links

logo-print

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთსა და საქართველოს


ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთსა და საქართველოს

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთსა და საქართველოს
შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელზეც უკვე საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების ხელმოწერები იყო, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჯარის გაყვანა დაიწყება მაშინ, როცა უსაფრთხოების დამატებითი ზომები იქნება მიღებული. მას შენაერთების გაყვანის ვადები არ დაუკონკრეტებია. ლავროვმა იქვე თქვა, რომ შეაფიქრიანა ფაქტმა, რომ დოკუმენტი, რომელსაც გუშინ მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა ხელი, განსხვავდება იმ დოკუმენტისგან, რომელიც შეთანხმებული იყო მოსკოვში პრეზიდენტებს - მედვედევსა და სარკოზის შორის. ასე რომ, ეს საკითხი მოითხოვს შემდგომ დაზუსტებას დიპლომატიური არხებით.[ლავროვის ხმა”ცოტათი შეგვაფიქრიანა იმ ფაქტმა, რომ დოკუმენტი, რომელსაც გუშინ მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა ხელი, განსხვავდება იმ დოკუმენტისგან, რომელიც შეთანხმებული იყო მოსკოვში პრეზიდენტებს - მედვედევსა და სარკოზის შორის. ასე რომ, ეს საკითხი მოითხოვს შემდგომ დაზუსტებას დიპლომატიური არხებით. დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერა მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილმა, საერთოდ არ არის შესავალი ნაწილი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ქვემოთ მოყვანილ პრინციპებს მხარს უჭერენ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები და რომ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები მოუწოდებენ მხარეებს ხელი მოაწერონ ამ პრინციპებს. ეს დოკუმენტის განუყოფელი ნაწილია და სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტებმა და დღეს უკვე რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს სწორედ ამ დოკუმენტს, რომელიც მოსკოვში იყო შეთანხმებული და არა დოკუმენტის შემცირებულ, ან რედაქტირებულ ვერსიას”.
XS
SM
MD
LG