Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა მოცურავემ, მაიკლ ფელპსმა პეკინის


ამერიკელმა მოცურავემ, მაიკლ ფელპსმა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მერვე ოქროს მედალი მოიპოვა

ამერიკელმა მოცურავემ, მაიკლ ფელპსმა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მერვე ოქროს მედალი მოიპოვა
და გახდა პირველი ათლეტი, რომელსაც ოდესმე მოუპოვებია რვა ოქროს მედალი ერთ ოლიმპიურ თამაშებზე. 23 წლის ფელპსმა გამარჯვება დღეს მოიპოვა 4x100 ესტაფეტაში. ამგვარად ფელპსმა გაუსწრო ამერიკელ მოცურავეს, მარკ სპიცს, რომელმაც 1972 წელს მიუნხენში მოიპოვა შვიდი ოქროს მედალი. საერთო ჯამში ფელპსი ამჟამად 14 ოქროს მედალს ფლობს. ექვსი ოქრო მან 2004 წელს ათენში მოიგო.

XS
SM
MD
LG