Accessibility links

logo-print

საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანას რუსეთი


საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანას რუსეთი ხვალ, შუადღიდან დაიწყებს

საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანას რუსეთი ხვალ, შუადღიდან დაიწყებს
- ეს დღეს შემდგარ სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა მედვედევმა საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის განუცხადა. კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესი” იუწყება, რომ მედვედევის განცხადებით, ჯარი დაიძრება სამხრეთ ოსეთის რეგიონისკენ, და უსაფრთხოების ზონისკენ - რომელიც დაახლოებით ემთხვევა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვრებს. თუმცა, ”ასოშიეიტედ პრესის” ცნობით, მედვედევს არ უთქვამს, რომ ჯარი რუსეთში დაბრუნდება. ეს კი აძლიერებს ეჭვს, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის რეგიონში მნიშვნელოვან სამხედრო ძალას დაიტოვებს. სააგენტო ,,როიტერის“ ცნობით, სარკოზიმ მედვედევი გააფრთხილა იმ სერიოზულ შედეგებზე, რომელსაც რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევა ევროკავშირისა და მოსკოვის ურთიერთობას მოუტანს. მედვედევის დაპირებაზე საპასუხო განცხადებით გამოვიდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი - ტელეკომპანია ”ენ-ბი-სის” - თან საუბარში კონდოლიზა რაისმა იმედი გამოთქვა, რომ მედვედევი პირობას ამჯერად მაინც შეასრულებს, და ჯარს გაიყვანს.
XS
SM
MD
LG