Accessibility links

logo-print

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით,

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით,
შიდა ქართლში რუსული სამხედრო ფორმირებები ჯერჯერობით მხოლოდ დისლოცირების ადგილებს იცვლიან. კახა ლომაიას ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა გორისა და ხაშურის გარშემო არსებულ სიმაღლეებზე 6 ახალი საგუშაგო გახსნეს. ლომაიას ცნობით, უშუალოდ ქალაქ გორში რუსულმა ქვედანაყოფებმა ტერიტორიის ძირითადი ნაწილი დატოვეს. ამასთან, დღეს რუსული მძიმე ტექნიკა კვლავ დაბრუნდა გორის სატანკო ნაწილის ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე რამდენჯერმე დაიბომბა
XS
SM
MD
LG