Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა გერმანიის კანცლერის, ანგელა


თბილისში გაიმართა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის,

თბილისში გაიმართა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის,
და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი პრეს-კონფერენცია. მანამდე ორი ქვეყნის მეთაურებმა შეხვედრა გამართეს. ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარის საქართველოდან გასვლის პროცესი ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც ამას საერთაშორისო თანამეგობრობა იმედოვნებდა, და განაცხადა, რომ ეს პროცესი ”ძალიან მალე” უნდა დასრულდეს. დღესვე გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უცვლელია და საქართველო ნატოს წევრი გახდება - ”თუკი ამის სურვილი აქვს, საქართველო ნატოს წევრი გახდება - და ასეთი სურვილი არსებობს” - განაცხადა მერკელმა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს სურს, ქვეყნიდან რუსეთის ჯარის გასვლის პროცესს საერთაშორისო ძალებმა - კერძოდ ევროკავშირმა და ეუთომ - გაუწიონ მეთვალყურეობა.

თბილისში ჩასვლამდე მერკელი სოჭში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან, დმიტრი მედვედევთან გამართა შეხვედრა. მერკელმა მედვედევს განუცხადა, რომ რუსეთმა საქართველოდან ჯარი უნდა გაიყვანოს. ამასთან, მერკელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არ დგას - და რომ მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია.
XS
SM
MD
LG