Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ემოციური


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ემოციური უწოდა ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ემოციური უწოდა ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერის
განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქართველ დევნილებს საკუთარ სახლებში აღარ დააბრუნებს. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ კომენტარში ნათქვამია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებით დევნილებს დაბრუნების უფლება აქვთ, თუმცა, პრაქტიკული პროცესი, როგორც წესი, ხანგრძლივია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაგალითად მოჰყავს პალესტინელი დევნილები და ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სახლები ყოფილ იუგოსლავიაში კონფლიქტის შედეგად დატოვეს. ,,სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, ნდობის აღსადგენად არცთუ ცოტა დრო უნდა გავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი დევნილთა დაბრუნების პრაქტიკულ ასპექტებზე“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ კომენტარში
XS
SM
MD
LG