Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიურ სახლში ტელეკომპანია "ალანიას" რედაქტორის


კავკასიურ სახლში ტელეკომპანია "ალანიას" რედაქტორის, გიგა ჩიხლაძის და "იტარ-ტასის" ფოტორეპორტიორის

კავკასიურ სახლში ტელეკომპანია "ალანიას" რედაქტორის, გიგა ჩიხლაძის და "იტარ-ტასის" ფოტორეპორტიორის
ალექსანდრ კლიმჩუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. კავკასიურ სახლში ცხინვალში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ჟურნალისტების ოჯახის წევრების გარდა, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ჟურნალისტების ფოტოები ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. ხსოვნის საღამოზე ტელეკომპანია "ალანიას" შემოქმედებითმა ჯგუფმა გიგა ჩიხლაძისა და ალექსანდრ კლიმჩუკის საქმიანობა გაიხსენეს. გიგა ჩიხლაძე და ალექსანდრე კლიმჩუკი ვარკეთილის ახალ სასაფლაოზე დღეს გვერდიგვერდ დაკრძალეს.
XS
SM
MD
LG