Accessibility links

რუსეთი საქართველოდან ჯარების არა გაყვანას


რუსეთი საქართველოდან ჯარების არა გაყვანას, არამედ უკან დაწევას აპირებს.

რუსეთი საქართველოდან ჯარების არა გაყვანას, არამედ უკან დაწევას აპირებს.
როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, ეს განმარტება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. "მინდა გავმიჯნო ორი ტერმინი – არსებობს გაყვანისა და უკან დაწევის ცნებები. რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის სატელეფონო საუბარში ლაპარაკია მხოლოდ ჯარების უკან დაწევაზე და არა გაყვანაზე", - განაცხადა ნოგოვიცინმა. მისი თქმით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები საქართველოს საზღვრების სიახლოვეს აკვატორიას სრულად აკონტროლებენ და სევასტოპოლოში მას შემდეგ დაბრუნდებიან, რაც კონფლიქტი სრულად მოგვარდება.
XS
SM
MD
LG