Accessibility links

logo-print

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ხმებს


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ხმებს, თითქოს საქართველომ დაარღვია შეთანხმება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ხმებს, თითქოს საქართველომ დაარღვია შეთანხმება

ტყვეთა გაცვლის შესახებ, სიცრუეს უწოდებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განაცხადა, ქართულ მხარეს არც ერთი შეთანხმება ტყვეთა გაცვლის შესახებ არ დაურღვევია. "ქართული მხარე მუდამ აცხადებდა მზადყოფნას, დაეწყო ტყვეთა გაცვლის პროცესი პრინციპით ყველა - ყველაზე, თუმცა იმის გამო, რომ რუსებმა წარმოადგინეს არასრული სიები, სადაც ისეთი ადამიანებიც აღმოჩდნენ, რომლებიც უკვე დიდი ხანია, თავისუფალნი არიან, პროცესი ფერხდება", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხით მანიპულირება შედის რუსეთის ინტერესებში, რათა გაამართლონ საქართველოდან ჯარების არგაყვანა.
XS
SM
MD
LG