Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა


ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები
აცხადებენ, რომ სანამ რუსეთი საქართველოდან ჯარს არ გაიყვანს, ნატო ვერ გააგრძელებს რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობას, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
დღეს ბრიუსელში გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი დღესდღეისობით არ იცავს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი ოფიციალურად დათანხმდა. იაპ დე ჰოოს სხეფერმა ნატო-რუსეთის საბჭოს პერსპექტივებზეც ისაუბრა:
(სხეფერის ხმა) ”ახლა თუ ნატო-რუსეთის საბჭოზე მკითხავთ, გიპასუხებთ, რომ ამ საბჭოს არ ვაუქმებთ. მაგრამ სანამ რუსეთის ძალებს საქართველოს დიდი ნაწილი პრინციპში ოკუპირებული აქვთ, ჩემი აზრით ეს საბჭო მუშაობას ვერც ერთი დონეზე ვერ განაახლებს. მაგრამ აქვე უნდა დავძინო, რომ ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ რუსეთთან ურთიერთობის ყველა ფორმის შეწყვეტას.”
დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრებმა ნატო-საქართველოს საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც თბილისთან ურთიერთობების გაღრმავებაზე იმუშავებს. გარდა ამისა, ნატო საქართველოს დაეხმარება საჰაერო-სატრანსპორტო სისტემის აღდგენაში, კიბერშემოტევების წინააღმდეგ დაცვაში, შეიარაღებული ძალების მდგომარეობის შეფასებაში, და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ზიანის შეფასებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატოს მიერ დღეს შემუშავებულ განცხადებას ”მიკერძოებული” და ”არაობიექტური” უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ანექსიას არ აპირებს.



XS
SM
MD
LG