Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის მთავრობა მთლიანად უჭერს მხარს


ბრიტანეთის მთავრობა მთლიანად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.

ბრიტანეთის მთავრობა მთლიანად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა განაცხადა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრის თემას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა. ამასთან, ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე. "და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს დემოკრატია, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული და მხარდაჭერილი უნდა იყოს", – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დევიდ მილიბენდი სპეციალური ვიზიტით გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში.
XS
SM
MD
LG