Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარი საქართველოდან გასვლას არა


რუსეთის ჯარი საქართველოდან გასვლას არა მხოლოდ აჭიანურებს, არამედ ახალ ტერიტორიებს მოიცავს

რუსეთის ჯარი საქართველოდან გასვლას არა მხოლოდ აჭიანურებს, არამედ ახალ ტერიტორიებს მოიცავს
- განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები სტრატეგიულ ადგილებს იკავებენ. ,,როგორც ჩანს ჯარის გაყვანა რუსეთში ცოტა სხვაგვარად ესმით, ამიტომ, აუცილებელია, საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა“ - განაცხადა სააკაშვილმა. რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, მაშინ როდესაც, რუსეთის პრეზიდენტი მთელ მსოფლიოს საქართველოდან ჯარის პარასკევს გაყვანას დაჰპირდა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მედვედევმა ეს დანაპირები არ შეასრულოს. ტრაიან ბასესკუ მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტში ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, შესაძლოა, უფრო ნათელი ინტერპრეტაცია იყოს საჭირო.
XS
SM
MD
LG