Accessibility links

logo-print

ნატომ დღეს განაცხადა, რომ რუსეთმა


ნატომ დღეს განაცხადა, რომ რუსეთმა შეაჩერა ალიანსის წევრ ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობა.

ნატომ დღეს განაცხადა, რომ რუსეთმა შეაჩერა ალიანსის წევრ ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობა.
ნატოს წარმომადგენლის, კარმენ რომეროს თქმით, მოსკოვის გადაწყვეტილება, შეაჩეროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობა რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, გაგრძელდება მანამდე, სანამ არ იქნება გაცემული შემდგომი განკარგულებები. თავის მხრივ, თეთრმა სახლმა განაცხადა დღეს, რომ მოსკოვსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობა მანამდე არ განახლდება, სანამ არ მოგვარდება კრიზისი. შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა გორდონ ჯონდრომ განაცხადა, რომ რუსეთმა დაარღვია საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება დ არ გაჰყავს შეიარაღებული ძალები საქართველოდან.


XS
SM
MD
LG