Accessibility links

საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩი"


საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩი" საქართველოს ხელისუფლებას გორის რაიონში

საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩი" საქართველოს ხელისუფლებას გორის რაიონში
განაღმვითი სამუშაოების სასწრაფოდ ჩატარებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლის გიორგი გოგიას განცხადებით, გორის ორ სოფელში - შინდისსა და ფხვენისში აღმოაჩინეს ე.წ. კასეტური ბომბები, რომლის გამოყენება აკრძალულია. რუსი სამხედროების მიერ გამოყენებული ბომბების უმრავლესობა არ აფეთქებულა და ამჟამად წარმოადგენს ნაღმებს, რომლებიც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ოთხ ადგილას დააფიქსირეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, განაღმვითი სამუშაოების ჩატარება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან რუსეთის ჯარს ეს ტერიტორიები არ დაუტოვებია.
XS
SM
MD
LG