Accessibility links

logo-print

მოსკოვში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ


მოსკოვში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბეირლიმ საქართველოში

მოსკოვში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბეირლიმ საქართველოში
კონფლიქტზე რუსეთის ჯარების პირველ სამხედრო პასუხს კანონიერი უწოდა. გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც რუსეთში აშშ-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ბეირლიმ თქვა, რუსეთის ჯარებმა კანონის ფარგლებში უპასუხეს სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებზე თავდასხმებსო. თუმცა მან დასძინა, რომ რუსეთი ძალზე შორს წავიდა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შესვლით. ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როცა შეერთებული შტატების წარმომადგენელი იწონებს რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG