Accessibility links

logo-print

რუსეთმა გამოაცხადა, რომ დაასრულა საქართველოდან


რუსეთმა გამოაცხადა, რომ დაასრულა საქართველოდან თავისი ჯარების გაყვანის ოპერაცია.

რუსეთმა გამოაცხადა, რომ დაასრულა საქართველოდან თავისი ჯარების გაყვანის ოპერაცია.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა ამის შესახებ გუშინ უპატაკა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს.
მანამდე სერდიუკოვმა თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ რუსი მშვიდობისდამცველები დარჩებიან - ბლოკ-საგუშაგოებზე, რომელიც კონფლიქტის რაიონის სიახლოვეს შექმნილ უსაფრთხოების მცირე ზონებში მოეწყობა. საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთი ზონების შექმნას. ამასობაში პენტაგონის წარმომადგენელმა ბრაიან უიტმანმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არ მოეპოვება მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის სამხედრო შენაერთებმა მთლიანად დატოვეს საქართველოს ტერიტორია. გუშინ რუსი სამხედროები ჯერ კიდევ რჩებოდნენ დასავლეთ საქართველოს ორ ქალაქში - სენაკსა და ფოთში. მაგრამ, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, დღეს დილით მათ დატოვეს სენაკი. ფოთში რუსი სამხედროები კვლავაც რჩებიან. გორს კი გუშინდელი საღამოდან მოყოლებული საქართველოს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG