Accessibility links

logo-print

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მოსთხოვა, დაუბრუნოს


შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მოსთხოვა, დაუბრუნოს მას "ჰამვის" ტიპის ხუთი ამერიკული სამხედრო ავტომანქანა,

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მოსთხოვა, დაუბრუნოს მას "ჰამვის" ტიპის ხუთი ამერიკული სამხედრო ავტომანქანა,
რომელიც რუსეთის ჯარმა საქართველოში მიიტაცა.
პასუხად ამ მოთხოვნაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები მანქანების დაბრუნებას არ აპირებენ. [ნოგოვიცინის ხმა]: "იმ "ჰამერებში" ამერიკის მოქალაქეები რომ ყოფილიყვნენ, მათს თხოვნას რუსეთის მხარე ალბათ დადებითად უპასუხებდა, რადგან აქ ყველაფერი დაემთხვეოდა: ამერიკის შეერთებული შტატების ქონება და მგზავრები - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები. მაგრამ საქმეც ის არის, რომ იმ "ჰამერებით" ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები არ მგზავრობდნენ."
XS
SM
MD
LG