Accessibility links

logo-print

განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური


განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა

განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა
23 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.მისი თქმით, პატრულირება მაინც განხორციელდება მიუხედავად იმისა, რომ ფოთი ”უსაფრთხოების ზონაში” არ შედის. ”უსაფრთხოების ზონის” ფარგლებს ქართულ და აფხაზურ მხარეებს განსაზღვრავს მოსკოვის 1994 წლის შეთანხმება.”ფოთი არ შედის უსაფრთხოების ზონაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიჯდებით ღობის იქით და ვუყურებთ, როგორ დადიან ისინი ჰამერებით,” - იტყობინება ”რია ნოვოსტი” ნოგოვიცინის სიტყვებზე დაყრდნობით.მან ასევე განაცხადა, რომ პატრულირება განხორციელდება ფოთის მისადგომებთან მდებარე რუსული ძალების საბაზო ბანაკებიდან და რომ რუსული ძალები ”ადგილზე არსებული სიტუაციის შესაბამისად იმოქმედებენ”.რუსულმა ძალებმა ფოთის მახლობლად მუდმივი საგუშაგო გახსნეს, რომელსაც ჯავშანმანქანები ამაგრებენ.
XS
SM
MD
LG