Accessibility links

logo-print

რუსი სამხედროების მხრიდან ადგილი აქვს


რუსი სამხედროების მხრიდან ადგილი აქვს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტებს.

რუსი სამხედროების მხრიდან ადგილი აქვს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტებს.
ხობის რაიონში განლაგებულმა რუსეთის საჯარისო ნაწილებმა თვითნებურად მიაერთეს ელექტროსადენი "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში და უკანონოდ მოიხმარენ ელექტროენერგიას. მსგავს ფაქტებს გასულ კვირაში ადგილი ჰქონდა ზუგდიდში და წალენჯიხაშიც. ,,ენერგო-პრო ჯორჯია" შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით. ენერგოკომპანიამ ამის შესახებ უკვე შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამის უწყებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამჟამად მზადდება წერილი, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლეს კომისარს, ჰავიერ სოლანას გაეგზავნება.

XS
SM
MD
LG