Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტერი


ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტერი დევისის თქმით,

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტერი დევისის თქმით,
რუსეთს არ შეუძლია ერთდროულად ორ გზას ადგეს. დღეს სტრასბურგში გამოსვლისას მან დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა. "რუსეთის ფედერაციის მიერ ცალმხრივი წესით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა არღვევს ევროპის საბჭოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს საფრთხეს უქმნის ორი რეგიონის სტატუსის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის მოგვარების მოლაპარაკებების გზით მიღწეულ პერსპექტივას. რუსეთს არ შეუძლია ერთდროულად ორ გზას ადგეს. წარსულში ის აქტიურად უჭერდა მხარს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ნებისმიერი ობიექტური მეთვალყურისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება შეუთავსებელია ამ პრინციპთან. ბოლოს და ბოლოს ამ გადაწყვეტილების შედეგად ზიანი მიადგება რუსეთის ფედერაციისადმი ნდობას საერთაშორისო დონეზე. რუსეთს არ შეუძლია მხოლოდ მაშინ მოიხმოს საერთაშორისო სამართალი, როცა თავად მოესურვება ეს."
XS
SM
MD
LG