Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს სოხუმის პორტში რუსეთის


დღეს სოხუმის პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ფლაგმანად წოდებული კრეისერი ,,მოსკოვი“ შევიდა.

დღეს სოხუმის პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ფლაგმანად წოდებული კრეისერი ,,მოსკოვი“ შევიდა.
მან დისლოკაციის ადგილი, სევასტოპოლი ორი დღის წინ დატოვა და რუსეთის შაიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, უკან გასულ საღამოს უნდა დაბრუნებულიყო. ამჟამად კრეისერი და კიდევ რამდენიმე რუსული სადესანტო და სარაკეტო ხომალდი აფხაზეთის აკვატორიაშია და როგორც რუსეთის საზღვაო ძალების სარდლობა აცხადებს, მშვიდობას და სტაბილურობას იცავს. კრეისერ მოსკოვზე, როგორც სააგენტო ,,ინტერფაქსი“ იუწყება, დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფშიც იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG