Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი


ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი

ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი
რუსეთის პრეზიდენტს უცხადებს, რომ ტაჯიკეთი არაერთ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხში მხარს უჭერს თავის ”სტრატეგიულ პარტნიორ” რუსეთს. თუმცა, რახმონის თქმით, კონფლიქტების გადაჭრის საუკეთესო გზა დიპლომატიაა. რუსეთის პრეზიდენტი განაგრძობს ვიზიტს დუშანბეში, სადაც მან ხუთშაბათს რეგიონული უსაფრთხოების სამიტში მიიღო მონაწილეობა და იმედი ჰქონდა, რომ მოიპოვებდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ მოსკოვის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. თუმცა, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ რუსეთის აქტიურ როლს რეგიონში, მაგრამ მოუწოდეს მას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისკენ და ხაზი გაუსვეს ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელოვანებას.
XS
SM
MD
LG