Accessibility links

logo-print

რუსეთი "დიდი შვიდეულის" ქვეყნებს


რუსეთი "დიდი შვიდეულის" ქვეყნებს

რუსეთი "დიდი შვიდეულის" ქვეყნებს
მიკერძოებულობაში სდებს ბრალს, როდესაც სახელმწიფოთა ეს ჯგუფი გმობს მოსკოვის მიერ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას.
რუსეთის საგარეო უწყების თანახმად, წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების 27 აგვისტოს განცხადების მიზანი იყო ”საქართველოს მიერ ჩადენილი აგრესიის აქტების გამართლება”. ”დიდი შვიდეული” აცხადებს, რომ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოსკოვის მისწრაფებას კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისკენ.

ხუთშაბათს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინმა განაცხადა, რომ მას აქვს ეჭვი, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის პროვოცირება ვაშინგტონის მიერ მოხდა იმისთვის, რომ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის უპირატესობა მიეცა. თეთრი სახლი ამ ფაქტს ”აშკარა სიცრუეს” უწოდებს.
XS
SM
MD
LG