Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთიდან დიპლომატების გამოხმობა


საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთიდან დიპლომატების გამოხმობა დაიწყო.

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთიდან დიპლომატების გამოხმობა დაიწყო.
საქართველოს მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის გამო, მოსკოვი იძულებული იქნება თბილისში საკუთარი საელჩო დახუროს - ამ შინაარსის ცნობას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს სააგენტო "რია-ნოვოსტი". დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს მხოლოდ საკონსულო კონტაქტი ექნებათ. თბილისმა მოსკოვს უკვე აცნობა, რომ 8 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ვიზას მხოლოდ სხვა ქვეყნებში მოქმედ საკონსულოებში მიიღებენ.
XS
SM
MD
LG