Accessibility links

logo-print

გერმანიის საინფორმაციო სააგენტო dpa, ყოველკვირეულ


გერმანიის საინფორმაციო სააგენტო dpa, ყოველკვირეულ “შპიგელის” პუბლიკაციაზე დაყრდობით,

გერმანიის საინფორმაციო სააგენტო dpa, ყოველკვირეულ “შპიგელის” პუბლიკაციაზე დაყრდობით,
ავრცელებს ცნობას, რომელიც, ჟურნალის თანახმად, საქართველოში ეუთოს სამხედრო მეთვალყურეებს ეკუთვნით. ცნობით, ევროპაში უშიშრობისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მეთვალყერეთა ანგარიშში გამოთქმულია მძაფრი კრიტიკა საქართველოს მთავრობის მიმართ. კერძოდ, იმის გამო, რომ მისმა "მცდარმა ქმედებამ" გამოიწვია კრიზისი კავკასიაში. “შპიგელი”, თავისივე მტკიცებით, ეყრდნობა ეუთოს მეთვალყურეებს და იუწყება, რომ საქართველო ინტენსიურად ემზადებოდა სამხრეთ ოსეთზე სამხედრო თავდასხმისთვის და შეტევა მანამდე დაიწყო, ვიდრე რუსეთის ტანკები სამხრეთ ოსეთისკენ მიმავალ გვირაბში შევიდოდნენ. ჰამბურგში გამომავალი ჟურნალის ინფორმაციით ანგარიშში ლაპარაკია საქართველოს მხრიდან შესაძლო საომარ დანაშაულზე. რადიო "თავისუფლება" დაუკავშირდა ევროპაში უშიშროებისა და თანამშროლობის ორგანიზაციას, რომლის წარმომადგენელმა გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.
XS
SM
MD
LG