Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ


შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი გამოვიდა მოწოდებით,

შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი გამოვიდა მოწოდებით,
ევროპის კავშირმა დააჩქაროს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან პარტნიორობის გეგმა. კვირას გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბილდტმა თქვა, რომ ასეთი თანამშრომლობის აუცილებლობა კიდევ ერთხელ ნათელყო რუსეთის სამხედრო მოქმედებებმა საქართველოში. ორშაბათს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გამართავენ სამიტს. განხილულ იქნება კავშირის შესაძლო პასუხი საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასა და მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობაზე.
XS
SM
MD
LG