Accessibility links

logo-print

საქართველოს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში


საქართველოს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში დღეს 15 საათზე დაიწყო აქცია სახელწოდებით „STOP RUSSIA“.

საქართველოს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში დღეს 15 საათზე დაიწყო აქცია სახელწოდებით „STOP RUSSIA“.
აქცია ევროკავშირის სამიტის დაწყებას დაემთხვა. ასეთივე აქცია მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში მოეწყო. ზუსტად 15.00 საათზე საქართველოს ყველ მოქმედ ტაძარში ზარები დარეკეს. თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა: „ჩვენ გავაჩერეთ თბილისს მომდგარი ურდო.. დღეს ეს ჯაჭვი გავრცელდება, გაიშლება“, „ახლა ბრძოლა იწყება იმისთვის, რომ ავაშენოთ ახალი ქვეყანა და ცივილიზებული ერი". მიხეილ სააკაშვილმა 1 სექტემბერი საქართველოს ერთიანობის დღედ გამოაცხადა
XS
SM
MD
LG