Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო მონიტორინგის მისიის


ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო მონიტორინგის მისიის გაგზავნას გეგმავს.

ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო მონიტორინგის მისიის გაგზავნას გეგმავს.
ის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულებას გააკონტროლებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანამ განაცხადა.
"რია-ნოვოსტის" ინფორმაციით, სოლანამ განაცხადა, რომ რუსული მხარის ნებართვა აღნიშნული მისიის გაგზავნისთვის საჭირო არ არის. "მისია ქართული მხარის ინიციატივით იქნება განთავსებული", - აღნიშნა მან. ამასთან, სოლანამ განაცხადა, რომ დღევანდელი ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების საგანგებო სხდომის დღის წესრიგში რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების საკითხი შეტანილი არ არის.
XS
SM
MD
LG