Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ


ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ
ევროკავშირსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, რომელიც 15 სექტემბერს იყო დაგეგმილი, გადაიდება - სანამ რუსეთი თავის ჯარს იმ პოზიციებზე დააბრუნებს, სადაც ის კონფლიქტამდე იდგა. ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ, დღეს ბრიუსელში გამართული საგანგებო სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ თუკი საქართველოდან ჯარების გაყვანის შესახებ შეთანხმება არ იქნება დაცული, ევროკავშირს მოუწევს, გადახედოს რუსეთთან ურთიერთობას. ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟიზე მანუელ ბაროზუს თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკების გამართვა რუსეთის ჯარის გადაადგილებაზე იქნება დამოუკიდებული. ”აშკარაა, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ისე ვერ მოვიქცევით, თითქოს არაფერი მომხდარა” - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ. ნიკოლა სარკოზი, და ევროკავშირის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები 8 სექტემბერს მოსკოვში ჩავლენ და რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკებას გამართავენ.

XS
SM
MD
LG