Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რუსეთის საგარეო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან 15 აგვისტოს შემდეგ აღარ უსაუბრია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან 15 აგვისტოს შემდეგ აღარ უსაუბრია
- აცნობა ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა შონ მაკკორმაკმა. მისი განმარტებით, რუსეთმა იცის, თუ რა უნდა გააკეთოს - კერძოდ, საქართველოში მყოფი სამხედრო ნაწილები შვიდ აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს. ამ საკითხისადმი აშშ-სა და ევროპას აბსოლუტურად ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ, - განაცხადა მაკკორმაკმა. მისი შეფასებით, საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების გამო რუსეთიდან კაპიტალის ნაწილი უკვე გავიდა და შემდგომი ინვესტირების მხრივაც შეკითხვები გაჩნდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პერს-მდივანი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი შედეგებს საერთაშორისო თანამშრომლობის სხვა ასპექტების მხრივაც იგრძნობს.
XS
SM
MD
LG