Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა განაცხადა, რომ საქართველოს დახმარების


აშშ-მა განაცხადა, რომ საქართველოს დახმარების სახით, სულ ცოტა, 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გამოუყოფს.

აშშ-მა განაცხადა, რომ საქართველოს დახმარების სახით, სულ ცოტა, 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გამოუყოფს.
სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის თქმით, ამ დახმარების თითქმის ნახევარი ამჟამინდელი ადმინისტრაციის ვადის დარჩენილ ხუთ თვეში დაიხარჯება; და რაისის განცხადებით, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იმედოვნებს, რომ დაფინანსებას მომავალი ადმინისტრაციაც განაგრძობს. ამასთან, კონდოლიზა რაისის თქმით, აშშ-ის მიერ გამოყოფილი ეს დახმარება მსგავსი საერთაშორისო ინიციატივების მხოლოდ ნაწილი იქნება: [რაისის ხმა] ”ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროკავშირელ მოკავშირეებთან. ევროკავშირი გამოვიდა წინადადებით, უმასპინძლოს დონორთა საერთაშორისო კონფერენციას. შეერთებული შტატები მოხარული იქნება ამ კონფერენციაზე ეს ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაიღოს - და მონაწილეობა მიიღოს სხვა საერთაშორისო ინიციატივებში, რომელთა მიზანიც დონორთა მხრიდან საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარების კოორდინაცია იქნება.” დახმარება რუსეთთან ომის შედეგად დაზიანებული ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის აღდგენაზე დაიხარჯება. ამ ეტაპზე ნათელი არ არის, საჭიროებს თუ არა პაკეტი დამტკიცებას შეერთებული შტატების კონგრესის მიერ. დღესვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას საქართველოსთვის დახმარების სახით 750 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფის შესახებ.
XS
SM
MD
LG