Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, დიკ ჩეინიმ


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, დიკ ჩეინიმ, დღეს თბილისში ყოფნისას განაცხადა

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, დიკ ჩეინიმ, დღეს თბილისში ყოფნისას განაცხადა
რომ საქართველოს ვაშინგტონის ურყევი მხარდაჭერა აქვს: [ჩეინის ხმა]: ”საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხებია. ქართველებმა თავისუფლებისთვის მსხვერპლიც გაიღეს, და თავისუფლების დაცვას სხვა ქვეყნებშიც ემსახურენ. ყოველი ქართველი მამაკაცი და ქალი თავისუფალ სიცოცხლეს იმსახურებს. ეს, ჩემი რწმენით, მათი ბედია. ქართველ ხალხს მამაცი გულები აქვს. და ამერიკის სახით, მათ ძლიერი და ერთგული მეგობარი ჰყავთ.” დიკ ჩეინის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენდა საქართველოს საზღვრების შეცვლის, და მისი, როგორც საერთაშორისო პარტნიორის რეპუტაციის შელახვის არალეგიტიმურ მცდელობას. ამასთან, ჩეინიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც ”სრულად უჭერს მხარს” საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილს. დიკ ჩეინი ამ განცხადებებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა. პრეს-კონფერენციამდე ჩეინიმ და სააკაშვილმა მოლაპარაკება გამართეს. ჩეინი საქართველოდან უკრაინაში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG