Accessibility links

logo-print

საბჭოთა კავშირის ექვსი ყოფილი წევრი


საბჭოთა კავშირის ექვსი ყოფილი წევრი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არ გაიმეორეს რუსეთის

საბჭოთა კავშირის ექვსი ყოფილი წევრი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არ გაიმეორეს რუსეთის
ნაბიჯი, და არ აღიარეს სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თუმცა განცხადებაში, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წარმომადგენელმა მინისტრებმა მიიღეს, ნათქვამია, რომ ისინი ”მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციის მიერ აქტიური როლის შესრულებას კავკასიაში მშვიდობისა და თანამშრომლობის მისაღწევად.” ამასთან, დასავლეთის პოზიციასთან მიმართებით, განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთი ოსეთის ირგვლივ განვითარებული პროცესები ”საერთაშორისო ურთიერთობებში ორმაგი სტანდარტების მოქმედების საფრთხეს” წარმოაჩენს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ამ განცხადებით მთლიანობაში კმაყოფილია. პარასკევს მოსკოვში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების სამიტია დაგეგმილი. ჯგუფში შედიან სომხეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.
XS
SM
MD
LG