Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სამხედრო მეთვალყურეები დღეს პირველად


საერთაშორისო სამხედრო მეთვალყურეები დღეს პირველად შევიდნენ რუსეთის

საერთაშორისო სამხედრო მეთვალყურეები დღეს პირველად შევიდნენ რუსეთის
მიერ კონტროლირებულ ”ბუფერულ ზონაში.” ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ორგანიზაციის სამხედრო დამკვირვებლებმა განახორციელეს პატრულირება კარალეთიდან მეღვრეკისამდე, რომელიც ცხინვალიდან 4 კილომეტრითაა მოშორებული. საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის, ტერი ჰაკალას განცხადებაში ნათქვამია: ”ამ ტერიტორიაზე შეღწევის საკითხს ეუთო, და მისი საერთაშორისო პარტნიორები, დიდ ყურადრებას აქცევდნენ, და მოხარულები ვართ რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი განხორციელდა.” ეუთოს მისიის თავმჯდომარის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული როდის გაგრძელდება პატრულირება - და რჩება თუ არა ეუთო ამ ზონაში. 19 აგვისტოს ეუთომ გადაწყვიტა საქართველოში თავისი სამხედრო დამკვირვებლების რიცხვი ასამდე გაეზარდა - თუმცა დაუყოვნებლივ ადგილზე მხოლოდ 20 დამკვირვებელი იქნა მივლენილი.
XS
SM
MD
LG