Accessibility links

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ დღეს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ დღეს მხარი დაუჭირა უკრაინის მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისაკენ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ დღეს მხარი დაუჭირა უკრაინის მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისაკენ.
ამ შინაარსის განცხადება მან კიევში პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა და დასძინა, რომ არც ერთ ქვეყანას არა აქვს უკრაინის გადაწყვეტილებაზე “ვეტოს დადების” უფლება. იუშჩენკოსთან მოლაპარაკებამდე დიკ ჩეინი შეხვდა უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს და განაცხადა, რომ უკრაინას რთული პერიოდი დაუდგა რუსეთის მოქმედების გამო. კიევში ჩეინის ვიზიტით დასრულდა მისი ტურნე სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში - უკრაინის გარდა, საქართველოსა და აზერბაიჯანში.
XS
SM
MD
LG