Accessibility links

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების მე-6


დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ფლაგმანი, Mount Whitney ფოთის პორტში შევიდა.

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ფლაგმანი, Mount Whitney ფოთის პორტში შევიდა.

ეს ამერიკის რიგით მესამე ხომალდია საქართველოს საზღვაო აკვატორიაში. გემმა ფოთში 17 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ დღეს განაცხადა, რომ რუსეთი არ უპასუხებს შავ ზღვაში ნატოს გემების გააქტიურებას სამხედრო მეთოდების გამოყენებით. ამასთან, ნესტერენკომ ეჭვი გამოთქვა, რომ გემმა ფოთში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა. მისი თქმით, ამ ეჭვს ბადებს გემის ტექნიკური აღჭურვილობა, რაც მას დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთის გადატანის საშუალებას არ უნდა აძლევდეს.
XS
SM
MD
LG