Accessibility links

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ჩეინი დღეს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ჩეინი დღეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ჩეინი დღეს
იტალიას სტუმრობდა. მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ განაცხადა, რომ ჩეინისთან საუბრისას გამოხატეს აშშ და ევროკავშირის თანამშრომლობის გაზრდის სურვილი. მათი საუბრის თემა იყო ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის ნავთობსა და გაზზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების გამო წარმოქმნილ კრიზისში ევროკავშირის შუამავლობის საქმეში. ევროკავშირი აპირებს ენერგეტიკული დამოკიდებულება შეამციროს, რის შესახებაც ოქტომბერში გაიმართება შეხვედრა. ჩეინიმ და ფრატინიმ გამოთქვეს სურვილი, დაპატიჟონ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ამ შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG